Tuesday, December 1, 2009

წერილები ბიოჰაზარდს


ეს სახალისო სურათი გუშინ ვიპოვე ერთ-ერთ საიტზე.
სამანქანო ნიშნებისა არაფერი გამეგება და მაინც გამეცინა, ესე იგი, კარგი სურათია : )
არ ვიცი, მანქანის მართვა თუ იცი.
მე საერთოდ ბევრი რამ არ ვიცი შენ შესახებ და ეს მშვენიერია.


ხოდა რატომ ვახსენე ახლა ეს..
18 წლის რომ გავხდი, ეს კიდევ არც ისე დიდი ხნის წინ იყო, ვიგრძენი, რომ ამით რაღაც უნდა შეცვლილიყო.
18 წლის ადამიანს შეუძლია;
გათხოვდეს მშობლების ნებართვის გარეშე
შეიძინოს ალკოჰოლური სასმელები
მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში
უყუროს პორნოფილმებს
შევიდეს ტოტალიზატორში, სლოტ-კლუბში და ეგეთ ჯანადაბაში სადმე.
ეს ყველაფერი გავიხსენე და მერე დავასკვენი

ვერ წარმოიდგენ, როგორ მეზარებოდა გათხოვება , ან კაზინოში წასვლა. ალკოჰოლურ სასმელებს ისედაც ვსვამდი და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.
არჩევნები არ იყო უახლოეს მომავალში. პოროფილმი კი ისედაც მინახავს
საერთოდაც, პორნოს ხომ 18 წლის შემდეგ გაცილებით ცოტა ადამიანი უყურებს, ვიდრე 18 წლამდე : )


ხოდა, გადავწყვიტე მართვის მოწმობა ავიღო.
მინდა მყავდეს სიმპატიური ისტრუქტორი და ვცნობდე 10 საგზაო ნიშანს მაინც.

ეს იქნება ის მინიმუმი, რაც მაგრძნობინებს, რომ 18 წლის ვარ : )
ეს მოსკვიჩია.
ეს ქალი კი ჩემზე ათასჯერ თამამია. ფოტო სახალისოა, ხედავ, რუს ქალებს სულ შხვართი ტანი კი არ ჰქონიათ 13.gif
საბჭოთა კავშირის სუნი ასდის ამ სურათს.
დღეს მანქანებზე და სრულწლოვანებაზე ვსაუბრობთ.
საბჭოთა კავშირზე ,ალბათ, ოდესმე მოგწერ.

რას ფიქრობ, მაქვს თუ არა შანსი, სიმპატიური ინსტრუქტორი ვაცდუნო?
წარმოიდგინე, თუ ძალიან მომეწონა, შეიძლება, მართვის გაკვეთილები უსასრულო რაოდენობამდე გავზარდო.. მანამდე მაინც, სანამ კოცნაზე არ დავითანხმებ.
ვხუმრობ, ასეთი ჯიუტი და გარყვნილიც არ ვარ 13.gif

პოეტი რომაა, დიანა ანფიმიადი, ეგებ გაგიგია.. ის გათხოვდება მალე საკუთარ ინსტრუქტორზე. იმედია, იმ დროისთვის დიანას მანქანის მართვა უკვე ეცოდინება.

იქნებ სჯობს, მართვა არც ვისწავლოო..

ის ანეკდოტი თუ იცი
ანეკდოტია თუ ფრთიანი ფრაზა, ზუსტად არც ვიცი
სახიფათოა, თუ მანქანას მართავს სამხედრო (ისინი ჯარში სწავლობდნენ მართვას და ძალიან ცუდადაც)
ან მთვრალი
ან თუ საქმე მოტოციკლს ეხება..
და ქალი? ქალი არაა სახიფათო?
ქალი არის მთვრალი სამხედრო მოტოციკლზე 13.gif


თუ მანქანის მართვა იცი, ეგებ ერთი-ორი სიტყვა გეთქვა ჩემთვის ცოტა აზრზე მოსაყვანად.
თირემ მანქანასა და შინაურ ცხოველს შორის განსხვავებას ვერც კი ვამჩნევ ხოლმე.
მანქანაც და შინაური ცხოველიც ხმაურიანია, დაბანა სჭირდება თდა თითქმის იმდენივე დრო მიაქვთ, რამდენიც ცოლს.

ბევრს აღარ ვილაყბებ.
18 წლის ადამიანი თავშეკავებული უნდა იყოს.

ესეც ფოტო განწყობისთვის